პოდკასტ სტუდია თბილისში

This field is for validation purposes and should be left unchanged.
👤
🇬🇪 +995

ჩვენი სერვისები

პოდკასტის ჩაწერა

ჩაწერე პოდკასტი პროფესიონალურ გარემოში, მაღალი დონის მიკროფონები, მორგებადი გარემო და სწრაფი მონტაჟი ადეკვატურ ფასად!

შორთსების /რილსების ჩაწერა

გჭირდება კონტენტის მომზადება ზედმეტი ხათაბალის გარეშე? მოდი ჩვენთან და ჩაწერე რამდენიც გინდა და როცა გინდა, შემდეგ კი უბრალოდ დაისვენე!

ბიზნეს ვიდეოს გადაღება

გინდა რომ შენი სერვისის /პროდუქტის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს? ვიდეო ფორმატი საუკეთესო გზაა მათზე სასაუბროდ და ეს შენც კარგად იცი რომ ასეა!

LIVE STREAMING

შექმნები და გასტრიმე კონტენტი პროფესიონალების დახმარებით, აქ ყველაფერი დაგხვდება იმისთვის რაც გჭირდება!

ვებინარების ჩაწერა​

ეს ის საქმეა რომელზეც შენ არ უნდა იწვალო, მოგვანდე პროცესი პროფესიონალებს, შენ კიდევ უბრალოდ იამაყე საკუთარი თავით!

შეხვედრების გამართვა/ჩაწერა

ნებისმიერი ტიპის შეხვედრის ტექნიკური დაორგანიზება და ჩაწერა? ჰმ, რა პრობლემაა, შენ უბრალოდ ზარი მოითხოვე!

სტუდიის სეტები

შეგახსენებთ, რომ შესაძლებებლია სტუუდიის დიზაინისა და ფუნქციონალის მორგება თქვენი სურვილისამებრ

თვის შეთავაზებები!

ციფრული-ეკოსისტემა და ვიზუალური იდენტობა

ციფრული ეკო-სისტემა, მოიცავს სრულ ციფრულ ინჟინერიას თავისი ვიზუალური იდენტობით

პოდკასტ სტუდიის ფასები

სივრცის ქირაობა

მხოლოდ ქირა სტუდიური 1 საათი
200 სთ/₾
  • 3 კინემატოგრაფიული კამერა
  • 2 პრემიუმ მიკროფონი (Shure sm7bd)
  • პრემიუმ ვიდეო და აუდიო მიქშერები
  • ტექნიკური ასისტენტის დახმარება ჩაწერისას
  • ფონების ფერადი RGB განათება
  • შესრულების დრო: 1 სთ

პოპულარული

სტუდია + ოპერატორი + RAW ფაილი სტუდიური 1 საათი
300 სთ/₾
  • მოიცავს Space Rent
  • დამუშავებული ხმა და ფერები
  • ტელეპრომპტერი (სუფლიორი)
  • პირდაპირი ეთერი (Live Stream)
  • ოპერატორის მომსახურეობა
  • ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ვიდეო
  • შედეგი ნედლი (Raw) ვიდეო მასალა
  • მყისიერი მიწოდება ფაილების

სრული სერვისი

სრული ფროდაქშენი 1 სტუდიური საათი
650 სთ/₾
  • მოიცავს Space Rent
  • გადასაღები მოედნის დიზაინის მორგება
  • 4 კინემატოგრაფიული კამერა
  • 4 პრემიუმ მიკროფონი (Shure sm7bd)
  • ტელეპრომპტერი (სუფლიორი)
  • სტუმრების დამატება (პეტლიჩკებით)
  • დინამიური ტიტრები
  • გრაფიკული დამუშავება
  • YouTube thumbnail
  • შესრულების დრო - 48 სთ

დამატებითი მომსახურეობა

სასპონსორო პაკეტი

თავიდან იხდით 800 ₾-ს და ამის შემდეგ გაყიდვების % -ს
35 %
  • მედია-კიტის (Media Kit) და შეთავაზების მომზადება
  • პოტენციური სპონსორების მოძიება
    (Lead Generation)
  • კომუნიკაცია და მოლაპარაკებები
    (B2B Outreach)
  • სარეკლამო სცენარის და კონცეფციის შემუშავება
  • ანალიტიკა და რეპორტინგი (ROI Report)

ვერტიკალური: Reels / Shorts

5 ვიდეო ერთ ჩაწერაზე
1000 ₾-დან
  • 5 ვიდეო (ერთი ან ორი ვიზიტი)
  • პროფესიონალური ხმა და განათება
  • სწრაფი მონტაჟი, დინამიური ეფექტები
  • სუბტიტრები ქართულად (ავტომატური)
  • ფერადი RGB განათება
  • ტელეპრომპტერი (სუფლიორი)
  • შესრულების დრო: 1 კვირა

ვიზუალური იდენტობა

სრული პაკეტის ღირებულება
1200
  • ქუდი 3-დან 10 წამამდე
    ( ცალკე შეძენის შემთხვევაში 350 ₾)
  • YouTube thumbnail შაბლონი
    ( ცალკე შეძენის შემთხვევაში 200₾ )
  • YouTube profile picture & banner
    ( ცალკე შეძენის შემთხვევაში 250 ₾ )
  • ტიპოგრაფია და ფერების კორექცია
  • ეკრანის გრაფიკა და ტიტრები
  • აუდიო იდენტობა (სტოკ მუსიკა) / საუნდ-დიზაინი
  • შესრულების დრო: 2 კვირა

ხშირად დასმული კითხვები

რა აპარატურით არის აღჭურვილი სტუდია?

ჩვენი სტუდია იყენებს პრემიუმ კლასის, თანამედროვე ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების და ხმის უმაღლეს, პროფესიონალურ ხარისხს. სტუდიის არსენალშია:

ვიზუალი და კამერები

  • 4x Panasonic Lumix სერია: ეს გვაძლევს საშუალებას გადავიღოთ კინემატოგრაფიული 10 ბიტიანი ფერების 4K ვიდეო რამდენიმე რაკურსიდან.

  • JVC GY-HM170UA: დამატებითი 4K კამერა დეტალური და სტაბილური კადრებისთვის.

აუდიო სისტემა

  • Shure SM7dB: ლეგენდარული მიკროფონები, რომლებიც პოდკასტინგის ინდუსტრიაში ოქროს სტანდარტად ითვლება იდეალური ვოკალის მისაღებად.

  • Sennheiser AVX: პროფესიონალური უსადენო სისტემები კრისტალურად სუფთა ხმისთვის.

  • RØDE Wireless GO II: მობილური და მოქნილი უსადენო მიკროფონები დამატებითი სტუმრებისთვის.

მართვა და სტრიმინგი

  • RØDEcaster Pro II: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აუდიო ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს ხმის სრულყოფილ მიქსინგს რეალურ დროში.

  • Blackmagic ATEM Mini Extreme ISO: პროფესიონალური ვიდეო სვიჩერი (Switcher), რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მრავალკამერიანი პირდაპირი ეთერები და შევინახოთ თითოეული კამერის ჩანაწერი ცალ-ცალკე შემდგომი მონტაჟისთვის.

    მოკლედ რომ ვთქვათ: სტუდიის აღჭურვილობა შერჩეულია ისე, რომ პოდკასტის ჩაწერა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ხოლო საბოლოო პროდუქტი — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი

სტუდია სრულად არის ადაპტირებული 4 ადამიანის ერთდროული ჩაწერისთვის უმაღლეს ხარისხში, თუმცა ტექნიკური რესურსი საშუალებას გვაძლევს ვუმასპინძლოთ 6 ან მეტ მონაწილესაც.

  • ინდივიდუალური რაკურსები: ჩვენი 4 პროფესიონალური კამერა საშუალებას იძლევა, ოთხივე მონაწილეს ჰქონდეს პერსონალური კადრი, რაც მონტაჟის პროცესს დინამიურს და მაღალხარისხიანს ხდის.

  • პერსონალური აუდიო არხები: RØDEcaster Pro II-ის და ჩვენი მიკროფონების (Shure, Sennheiser, RØDE) დახმარებით, თითოეული სტუმრის ხმა იწერება ცალკეულ არხზე. ეს ნიშნავს, რომ ხმის დამუშავებისას თითოეული მონაწილის აუდიო იქნება იდეალურად სუფთა.

  • მოქნილობა: თუ თქვენი ფორმატი უფრო მეტ სტუმარს ითვალისწინებს, ჩვენი უსადენო სისტემები (Wireless GO II და AVX) გვაძლევს საშუალებას სწრაფად დავამატოთ რესურსი და ჩავწეროთ ჯგუფური დისკუსიები ხარისხის დაკარგვის გარეშე.

დიახ, ჩვენი სტუდია სრულად ხმაიზოლირებულია.

ჩვენს სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკუსტიკურ დამუშავებას. სტუდია აღჭურვილია სპეციალიზებული ხმის საიზოლაციო პანელებითა და მასალებით, რომლებიც შთანთქავს ზედმეტ ექოს და ბლოკავს გარე ხმაურს. ეს ნიშნავს, რომ ჩაწერის პროცესში თქვენ იქნებით აბსოლუტურ სიჩუმეში, რაც გარანტიას იძლევა, რომ საბოლოო აუდიო ფაილი იქნება კრისტალურად სუფთა, ზედმეტი დეფექტების გარეშე და მზად პროფესიონალური გამოყენებისთვის.

დიახ, ჩვენი სტუდია სრულად უზრუნველყოფს 4K რეზოლუციის ვიდეო გადაღებას.

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე, მაღალი ხარისხის კამერებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩავწეროთ მასალა Ultra HD (4K) ფორმატში. ეს ნიშნავს გამოსახულების მაქსიმალურ დეტალიზაციას, სიღრმესა და ფერების სიზუსტეს. ასეთი მაღალი რეზოლუცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტ-პროდაქშენის ეტაპზე, რადგან ის გვაძლევს საშუალებას ხარისხის დაკარგვის გარეშე ამოვჭრათ ეფექტური “Shorts” და “Reels” ვიდეოები შენი პოდკასტის სრული ვერსიიდან.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია რეალურ დროში (Live) ჩავრთოთ და ჩავწეროთ დისტანციური სტუმარი.

ჩვენი სტუდია აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ინტერფეისით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ადგილიდან ჩავრთოთ რესპონდენტი მაღალი ხარისხით. დისტანციური სტუმრის ხმა და ვიდეო პირდაპირ ინტეგრირდება ჩვენს ჩასაწერ სისტემაში, რაც უზრუნველყოფს სინქრონულობას და კრისტალურად სუფთა ჟღერადობას. ეს იდეალური გადაწყვეტაა, როდესაც სტუმარი ფიზიკურად ვერ ახერხებს სტუდიაში მოსვლას, თუმცა გსურთ, რომ ინტერვიუ პროფესიონალურად ჩაიწეროს.

არა, ჩვენი სტუდიის გუნდი სრულად უზრუნველყოფს ჩაწერის ტექნიკურ მხარდაჭერას.

თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი პერსონალის მოყვანა, რადგან ჩვენი პროფესიონალი ოპერატორები და ხმის რეჟისორები მუდმივად თქვენს გვერდით არიან. ისინი მართავენ ყველაფერს — განათების დაყენებიდან და მიკროფონების ტესტირებიდან, ვიდეოს მრავალკამერიან ჩაწერამდე. ეს საშუალებას გაძლევთ, სრულად კონცენტრირდეთ სტუმართან საუბარზე და შინაარსზე, ხოლო ტექნიკურ სრულყოფილებაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

სტანდარტულად 24 საათში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასალის მიღება რამდენიმე საათშიც შესაძლებელია.

ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ოპერატიულად მუშაობს, რათა თქვენი კონტენტი დროულად იყოს მზად გამოსაქვეყნებლად. ჩაწერიდან სულ რაღაც 24 საათში თქვენ უკვე გექნებათ დასრულებული მასალა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი გადაუდებელია და მასალის სასწრაფოდ მიღება გსურთ, ჩვენ შეგვიძლია პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება და ფაილების რამდენიმე საათში მოწოდება.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ სრული, დაუმუშავებელი მასალა ჩაწერის დასრულებისთანავე.

ჩვენ არანაირ შეზღუდვას არ ვაწესებთ ნედლი (Raw) მასალის გაცემაზე. თუ თქვენ გყავთ საკუთარი გუნდი, რომელიც მონტაჟზე იმუშავებს, ჩვენ გადმოგცემთ ყველა აუდიო და ვიდეო ფაილს დამატებითი საფასურის გარეშე. მასალის წასაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მყარი დისკი (Hard Drive) ან ჩვენი მაღალსიჩქარიანი ღრუბლოვანი (Cloud) სერვისი, საიდანაც ფაილებს მარტივად ჩამოტვირთავთ.

დიახ, ჩვენ ვამზადებთ სპეციალურად ადაპტირებულ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის.

ჩვენი გუნდი პოდკასტის სრული ვერსიიდან არჩევს ყველაზე საინტერესო და ემოციურ მომენტებს, რომლებსაც ვერტიკალურ (9:16) ფორმატში აწყობს. ეს ვიდეოები მუშავდება სუბტიტრებითა და დინამიკური მონტაჟით, რაც საუკეთესო გზაა TikTok-ზე, Instagram Reels-სა და YouTube Shorts-ზე თქვენი კონტენტის პოპულარიზაციისა და ახალი აუდიტორიის მოსაზიდად.

დიახ, ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ პოდკასტის განთავსებას ყველა წამყვან პლატფორმაზე თუ თქვენ გაქვთ ამის სურვილი.

თუ თქვენთვის პოდკასტინგის სამყარო ახალია, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ტექნიკური დეტალების მოგვარებაში. ჩვენ გავმართავთ თქვენს არხს Spotify-ზე, Apple Podcasts-ზე, Google Podcasts-სა და YouTube-ზე. დაგეხმარებით ეპიზოდების სწორად აღწერაში, გარეკანის (Cover Art) მორგებასა და RSS-ფიდის გამართვაში, რათა თქვენი ხმა ხელმისაწვდომი იყოს მსმენელისთვის მთელ მსოფლიოში.

დიახ, ჩვენი სტუდიის სივრცე სრულად ტრანსფორმირებადია თქვენი ბრენდის ვიზუალური სტილის შესაბამისად.

ჩვენი სმარტ-განათების სისტემა საშუალებას გვაძლევს წამებში შევცვალოთ ფონის ფერები და განათების ტონალობა თქვენი ბრენდბუქის ფერების მიხედვით. გარდა ამისა, სტუდიაში შესაძლებელია თქვენი ლოგოს, პროდუქციის ან მცირე დეკორატიული ელემენტების განთავსება, რაც კადრს ინდივიდუალურს და ცნობადს გახდის. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ვიზუალური მხარე ზუსტად პასუხობდეს თქვენი ბიზნესის იმიჯს.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ აბონემენტებს რეგულარული ჩაწერებისთვის.

პოდკასტინგში თანმიმდევრულობა მთავარია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ფასდაკლებებს რომლებიც საათობრივ ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებენ. ეს იდეალური გადაწყვეტაა ბიზნესებისთვის და ავტორებისთვის, რომლებიც სეზონზე ან ეპიზოდების სერიაზე მუშაობენ. აბონემენტის შეძენისას თქვენ არა მხოლოდ ზოგავთ ბიუჯეტს, არამედ გარანტირებული გაქვთ პრიორიტეტული დაჯავშნის შესაძლებლობა.

ჯავშნის გაუქმებას შეძლებთ სისტემაშივე, თქვენი ექაუნთიდან. ეს პროცესი ძალიან მარტივია.

სტანდარტულად ჩაწერის მინიმალური დრო ერთი საათია!

ჯავშნის გაუქმებას შეძლებთ სისტემაშივე, თქვენი ექაუნთიდან. ეს პროცესი ძალიან მარტივია.

პოდკასტის ჩაწერა (მონტაჟის გარეშე)

ამ ბმულზე გადასვლით თქვენ შეძლებთ სასურველი დროის დაჯავშნას! 

სტუდია მდებარეობს, სოლოლაკში, პაოლო იაშვილის N 4 -ში. დაგვიკავშირდით >>> +995 599 163 123

 
 

 

 

სტუდიაში დაგხვდებათ მაკიაჟის გასაკეთებელი სივრცე თავისი ყველა საჭირო პროდუქციით!

შესაძლებელია. თავარია დაგვიკავშირდეთ >>> +995 599 163 123

 
 

 

 

გასვლითი გადაღებების დაგეგმვაც შესაძლებელია! >> +995 599 163 123